"ქართული ოცნების“ არალიბერალური გადახრის გაგრძელება ქვეყნის ევროპული პერსპექტივისთვის ზიანის მომტანი იქნება“ | ჰადადი

გამოქვეყნდა:

საფრანგეთის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე ბენჟამინ ჰადადმა აღნიშნა, რომ "დამკვირვებლებმა ძალიან ცხადად თქვეს: ეს არ იყო თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები". 

მისი თქმით, საქართველოს არჩევნებში თაღლითობა რუსეთის მიერ ევროკავშირის სამეზობლოში ჩარევის უფრო ფართო ჩარჩოს ნაწილია. 

"ცხადად უნდა ვთქვათ, საქართველო გასული წლიდან არის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა, ამას მოჰყვება მოთხოვნები და ვალდებულებები კანონის უზენაესობასთან და არჩევნების სამართლიანობასთან დაკავშირებით. „ქართული ოცნების“ არალიბერალური გადახრის გაგრძელება ქვეყნის ევროპული პერსპექტივისთვის, რომელიც [საქართველოს] მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას სურს, ზიანის მომტანი იქნება“, - განაცხადა ჰადადმა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი