"ჟურნალისტიკა საქართველოში სახიფათო პროფესიად იქცა" | მედიის უფლებადამცველი საერთაშორისო ორგანიზაციები

გამოქვეყნდა:

პრესის თავისუფლების დამცველმა ექვსმა საერთაშორისო ორგანიზაციამ ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ღრმა შეშფოთება გამოხატა არჩევნებთან დაკავშირებული ინციდენტების, მათ შორის ჟურნალისტების დაშინების, მუქარის, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო. განცხადებაში საუბარია მედიის თავისუფლების მხრივ სიტუაციის საერთო გაუარესებაზე, შეფასება საქართველოში ევროპის საბჭოს პრესის თავისუფლების ბოლო მისიის დასკვნებს ეყრდნობა.

"მისიამ დაადგინა, რომ ჟურნალისტიკა საქართველოში სახიფათო პროფესიად იქცა. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები არ შეიძლება ჩატარდეს მედიისთვის უსაფრთხო გარემოს გარეშე. ჟურნალისტების მუშაობა არსებითია, რათა გამოვლინდეს არასათანადო ქმედებები არჩევნებამდე და არჩევნების დროს და მოქალაქეებმა შეძლონ ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღება. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს თავდასხმები ჟურნალისტებზე და საფუძვლიანად გამოიძიოს ძალადობის ყველა შემთხვევა. მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას, მოახდინოს ეფექტური ზეწოლა საქართველოზე პრესის თავისუფლების დაცვისა და ჟურნალისტებისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფისთვის," - აღნიშნულია განცხადებაში რომელიც 31 ოქტომბერს გამოქვეყნდა და რომელსაც ხელს აწერენ პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი (IPI), პრესისა და მედიის თავისუფლების ევროპული ცენტრი (ECPMF), ARTICLE 19 Europe, ევროპის ჟურნალისტთა ფედერაცია (EFJ), OBC Transeuropa (OBCT) და Free Press Unlimited (FPU).

პრესის თავისუფლების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას "დაასრულოს თავდასხმები ჟურნალისტებზე და საფუძვლიანად გამოიძიოს ძალადობის ყველა ინციდენტი“. ისინი ასევე მოუწოდებენ საერთაშორისო საზოგადოებას "ეფექტური ზეწოლა მოახდინოს საქართველოზე პრესის თავისუფლების დასაცავად და ჟურნალისტებისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად".

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი