გაყალბებული არჩევნების გასაპროტესტებლად დედაქალაქში დაგეგმილ აქციას ქუთაისიდანაც უერთდებიან

გამოქვეყნდა:

გაყალბებული არჩევნების გასაპროტესტებლად დედაქალაქში დაგეგმილ აქციას ქუთაისიდანაც უერთდებიან. თბილისში დღეს  სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ევროპული მომავლის დასაცავად მოდიან. ამბობენ, რომ არჩევნები მთელი ქვეყნის მასშტაბით დაშინების, მოსყიდვის  და ფარულობის დარღვევით ჩატარდა. 

დღეს, საღამოს 7 საათზე პარლამენტთან საქართველოს მოქალაქეები  ტოტალურად გაყალბებული არჩევნების გასაპროტესტებლად იკრიბებიან. 
მოქალაქეები, ოპოზიციური გაერთიანებები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სტუდენტები და სამოქალაქო აქტივისტები  უწყვეტ საპროტესტო აქციებს იწყებენ. 

[ფოტო - არქივი]

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი