გორის სასამართლომ 15 უბანზე ბათილი ბიულეტინების გადათვლის შესახებ ISFED-ის სარჩელი დააკმაყოფილა 

გამოქვეყნდა:

გორის სასამართლომ 15 უბანზე ბათილი ბიულეტინების გადათვლის შესახებ ISFED-ის სარჩელი დააკმაყოფილა - გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო გერგაულმა მიიღო. 

მანამდე, გორის სასამართლოში განიხილებოდა საარჩევნო უბნების შედეგების გაბათილებასთან დაკავშირებით ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სარჩელიც, რომელიც მოსამართლე დავით პაპუაშვილმა არ დააკმაყოფილა. 

საია სარჩელით გორში 69 უბნის ხოლო კასპში 26 სარჩვენო უბნის შედეგების გაბათილებას ითხოვდა. არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებით, კონკრეტული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ საარჩევნო პროცესის დროს  ხმის მიცემის ფარულობა დაირღვა, მოხდა ამომრჩეველზე ზეწოლა და მათი მოსყიდვა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი