საქართველოსთვის ევროკავშირის კარი იხურება | სამი ევროპელი ლიდერის კრიტიკული გზავნილები "ოცნების" ხელისუფლებას

გამოქვეყნდა:

ევროკავშირის მთავარი პოლიტიკური მოთამაშეები "ქართულ ოცნებას" ამხელენ. საფრანგეთი, გერმანია და პოლონეთი ხელისუფლების ანტიდემოკრატიული პოლიტიკის საპასუხოდ, ივანიშვილს ევროკავშირის კარის საბოლოოდ დახურვას უანონსებენ, თუ მმართველი პარტია არჩეულ გეზს არ შეიცვლის.

ერთობლივ განცხადებაში, საფრანგეთი პრეზიდენტი, გერმანიის კანცლერი და პოლონეთის პრემიერმინისტრი პირდაპირ და გასაგებად აფრთხილებენ "ოცნებას", რომ მხარს არ დაუჭერენ საქართველოს, ევროპულ გაერთიანებაში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას, თუ არ დააბრუნებენ ქვეყანას ევროპულ რელსებზე და არ დაიწყება ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რეფორმების გატარება. 

ემანუელ მაკრონი, ოლაფ შოლცი და დონალდ ტუსკი შეშფოთებას ვერ მალავენ 26 ოქტომბრის არჩევნებზე დარღვევების გამო, ყურადღებას ამახვილებენ ამომრჩევლის დაშინების ფაქტებზეც. ევროპელი ლიდერები ხელისუფლებას ობიექტური გამოძიების ჩატარებისკენ მოუწოდებენ და საგანგებო წერილში იმის თქმასაც აღარ ერიდებიან, რომ ივანიშვილმა ევროპულ გზას გადაუხვია.

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი