საქართველოში ჩატარდა არჩევნები, რომელზეც არის გაყალბების სერიოზული ეჭვები და ყველაფერი უნდა იქნას გამოძიებული | მიშელი

გამოქვეყნდა:

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ადასტურებს, რომ საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით, ევროპაში შეკითხვები აქვთ. "მთავარი არხის" შეკითხვის პასუხად, მიშელი ამბობს, რომ არსებობს "გაყალბების სერიოზული ეჭვები", რაც გამოძიებას საჭიროებს.  

"პირველ რიგში, მე ვიცი ქართველი ხალხის გულწრფელი მისწრაფება, რომ გახდნენ ევროკავშირის წევრები. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღეთ, როცა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მივანიჭეთ საქართველოს. 

მეორეს მხრივ, საქართველოში ჩატარდა არჩევნები, რომელზეც არის გაყალბების სერიოზული ეჭვები და ყველაფერი უნდა იქნას გამოძიებული.

ჩვენ გვჭირდება დარწმუნება, რომ ყველაფერი გაკეთებული იყო სამართლიანად და გამჭვირვალედ, რაზეც ახლა სერიოზული ეჭვები არსებობს არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც. მე იმედი მაქვს, რომ მექნება შესაძლებლობა მოსაზრებები გავუზიარო პრემიერმინისტრს ამ საკითხთან დაკავშირებით." ამბობს მიშელი.

შეკითხვაზე,  მოსალოდნელია თუ არა სანქციები და უვიზო რეჟიმის გადახედვა დადგეს დღის წესრიგში მიშელი ამბობს:  

"ჩვენ ევროპულ საბჭოში შევაფასებთ სიტუაციას და დარწმუნებული ვარ, რომ ევროპელი ლიდერები მკაფიო სიგნალს გააგზავნიან." აცხადებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი "მთავარი არხის" კითხვებზე პასუხისას.

შეგახსენებთ, ბუდაპეშტში ევროკავშირის არაფორმალური სამიტი იმართება. ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები საქართველოს საკითხსაც განიხილავენ. არჩევნების შემდეგ საქართველოში შექმნილი ვითარება ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება იმ სამ საკითხს შორის, რომელზეც 27 ქვეყნის პირველი პირები იმსჯელებენ. 
 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი