"...რომ არ გაგვეკეთებინა ეს ინტერვენცია, მოხდებოდა ლარის მყისიერი გაუფასურება, რაც გააღარიბებდა მოსახლეობას" | თურნავას თავის მართლება წინასაარჩევნოდ სავალუტო რეზერვების ფლანგვაზე

გამოქვეყნდა:

"რომ არ გაგვეკეთებინა ეს ინტერვენცია, მოხდებოდა ლარის მყისიერი გაუფასურება, რაც გააღარიბებდა მოსახლეობას", - ასე პასუხობს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავა, ბოლო ორ თვეში, სავალუტო რეზერვიდან ასობით მილიონი დოლარის გაყიდვის შესახებ დასმულ კრიტიკულ შეკითხვებს. მისივე განმარტებით, ხელოვნურად შექმნილმა აჟიოტაჟმა დოლარზე მოთხოვნა გაზარდა.

"წინასაარჩევნოდ, მათ შორის ხელოვნურად, ატეხილია აჟიოტაჟი, რამაც გააუარესა მოლოდინები, გარკვეული შიშები გააჩინა, გარკვეული არაპროგნოზირებადობის განცდა გაუჩინა ბაზრის მონაწილეებს, ფიზიკურ პირებს, იურიდიულ პირებს, ბანკებს და ამიტომ გაჩნდა აჟიოტაჟური მოთხოვნა დოლარზე. ასეთ დროს, მით უფრო, როდესაც ეს არ მომდინარეობს ეკონომიკური მიზეზებით, ჩვენ ვალდებული ვართ, რომ ეს მღელვარება ჩავაქროთ. ჩვენ ეს გავაკეთეთ. ჩვენ რომ არ გაგვეკეთებინა ეს ინტერვენცია, მერწმუნეთ, რომ მოხდება ლარის მყისიერი გაუფასურება, რაც გააღარიბებდა ჩვენს მოსახლეობას საბოლოო ჯამში, გააღარიბებდა ბიზნესს, შეარყევდა ლარის მიმართ ესოდენ დიდი ძალისხმევით ნაგროვებ და განმტკიცებულ  ნდობას", - აღნიშნა თურნავამ.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი