"არა რუსულ არჩევნებს!"| აქცია-მსვლელობის მონაწილეები მარჯანიშვილისა და სახ.უნივერსიტეტის მეტროსადგურებთან იკრიბებიან

გამოქვეყნდა:

"არა რუსულ არჩევნებს!" - მოქალაქეები მეტროსადგურ სახელმწიფო უნივერსიტეტთან და მარჯანიშვილთან აქცია-მსვლელობისთვის იკრიბებიან. დღევანდელი აქციის ორგანიზატორები ოპოზიციური პარტიები: "კოალიცია ცვლილებისთვის", "ძლიერი საქართველო" და "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" არიან. მათ უერთდებიან სტუდენტები, სამოქალაქო სექტორი და მოქალაქეები.

აქცია-მსვლელობის მონაწილეების განცხადებით, პროტესტი არის უწყვეტი, სხვადასხვა დღეს, სხვადასხვა ფორმით, სხვადასხვა ადგილას. მათი თქმით მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორებმა დაინახონ უკმაყოფილება, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოება 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ გამოთქვამს.

მსვლელობის მონაწილეები ორი ლოკაციიდან გმირთა მოედნისკენ დაიძვრებიან. სად დასრულდება მსვლელობა, ამ დროისთვის, უცნობია.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი