გომელაური ოპოზიციის დევნაზე ან ინფორმაციას არ ფლობს, ან ახალ ამბებს უმალავენ - ნათელაშვილი

გამოქვეყნდა:

შანტაჟისა და მუქარის ფაქტების მიუხედავად შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტან გომელაური აცხადებს, რომ ოპოზიციაზე წინასაარჩევნოდ დევნა არ მიმდინარეობს. ამ განცხადებას დღესვე, 25 სექტემბერს გამოეხმაურნენ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერები და გომელაურს სთხოვეს, დაესახელებინათ ერთი შემთხვევა მაინც, როცა ოპოზიციონერზე მომხდარ თავდასხმაზე უწყებამ ვინმე დასაჯა.

"ერთიანი ნაცინალური მოძრაობის" დეპუტატის, ხატია დეკანოიძის თქმით, ხელისუფლებას სირაქლემის პოზიცია აქვს.

ერთია გამოძიების დაწყება და მეორეა კანონის აღსრულება და დასჯა ყველა იმ მოძალადის, რომელიც სისხლისსამართლებრივ დანაშაულს ჩაიდენს. ამიტომ ბატონი გომელაური, რომელიც ბიძინა ივანიშვილის პირადი მცველია, სახეა ქართული ოცნების, - თქვა ხატია დეკანოიძემ.

ამ აზრს იზიარებს "ერთიანი საქართველოს" ლიდერი, ნინო ბურჯანაძეც და ამბობს, რომ მთავარი არა გამოძიების დაწყება არამედ მისი შედეგია. 

რაზე ლაპარაკობს შს მინისტრი, არცერთი ფაქტი ოპოზიციის დევნის, ძალადობის, დაშინების, მუქარის გამოყენების, პირად ცხოვრებაში ჩარევის ფაქტები გამოძიებული და ბოლომდე მიყვანილი არ ყოფილა, - თქვა ნინო ბურჯანაძემ.

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი, შალვა ნათელაშვილი კი ფიქრობს, რომ მინისტრს ინფორმაციას უმალავენ.

როგორც ჩანს გომელაური არ ფლობს ინფორმაციას ან ახალ ამბებს უმალავენ იმის თაობაზე რა დევნაა ოპოზიციის, რა ზეწოლა, რა გადაფხეკაა, რა ჩამოხევაა პლაკატების და სააგიტაციო მასალების, რა კონტროლია ბიზნესზე, რომ ერთი ცენტიც არ წავიდეს ოპოზიციისკენ. თუ შს მინისტრი არ ფლობს ინფორმაციას, ეს კიდევ ერთი უბედურებაა ჩვენთვის, - ამბობს შალვა ნათელაშვილი.

ვახტან გომელაურმა, ასევე, აღნიშნა, რომ ილუზიას გაზრდილ კრინალთან დაკავშირებით მედიის მხრიდან ამბების არასწორი გაშუქება იწვევს. მისი აზრით, წინასაარჩევნოდ ადრეც იდევნებოდნენ ოპოციზიონერები, თუმცა "პოლიცია ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე იყო". 

პროტესტი თბილისის ქუჩებში | "მთავარის" სპეცეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი