ლარი დოლართან 4,35 თეთრით, ევროსთან კი 5,2 თეთრით გაუფასურდა

გამოქვეყნდა:

ეროვნული ბანკის ახალი გაცვლითი კურსის მიხედვით ლარი კვლავ გაუფასურდა. უფრო კონკრეტულად, ლარი დოლართან 4,35 თეთრით, ევროსთან კი 5,2 თეთრით გაუფასურდა.

ბოლო მონაცემებით:

  • 1 აშშ დოლარი - 3,3332 ლარი ღირს;
  • 1 ევრო - 3,8812 ლარი.

ეროვნული ვალუტა გაუფასურდა გუშინ 24 სექტემბერსაც. სებ-ის მონაცემებით, 25 სექტემებრს  1 აშშ დოლარი  3,2897 ლარი ღირდა, 24 სექტემბერს კი 3,2641.

შეგახსენებთ, რომ 23 სექტემბერს ეროვნულმა ბანკმა ლარის გამყარების მიზნით 40 მილიონი დოლარი გაყიდა. გარდა ამისა, შექმნილ ვითარებაზე განცხადება გაავრცელა სებ-ის პრეზიდენტმა. კობა გვენეტაძე ვარაუდობს, რომ პანდემიისა და არჩევნების შემდეგ, ლარის კურსი "წონასწორულ ნიშნულს" დაუბრუნდება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული გაცვლითი კურსი ძალაში ხვალიდან, 26 სექტემბრიდან შევა.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი