თბილისის ზღვაზე პოლიციელის ცხედარი იპოვეს | ოჯახი ეჭვობს, რომ 28 წლის კაცი მოკლულია

გამოქვეყნდა:

შსს-ს საავიაციო უშიშროების განყოფილების უფროსის მოადგილის ბურუსით მოცული გარდაცვალება -  28 წლის ლევან სულაშვილის ცხედარი 6 ნოემბერს, საკუთარ მანქანაში, თავის არეში მიყენებული ცეცხლნასროლი ჭრილობით, თბილისის ზღვაზე იპოვეს.

ის ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისიდანაა.  მშობლები არ ენდობიან გამოძიების ოფიციალურ ვერსიას თვითმკვლელობასთან დაკავშირებით. მათივე თქმით, სულაშვილს შსს-ს ერთ-ერთი მაღალჩინოსანი შვილის ცოლად მოყვანას აიძულებდა, უარის მიღების შემდეგ კი მოკლეს. 

ოჯახი ობიექტურ გამოძიებას ითხოვს:

"გამოძიებას ვითხოვთ. ტელეფონიც არ არის გახსნილი. იქ რანაირად ჩავიდა მანქანა, რანაირად გაიგეს, რომ ეს იყო მკვდარი, ვინ გაიგო, რათ დაუწყეს ძებნა? 24 საათი ხომ არ უნდა ეძებნო სანამ არ გამოვაცხადებთ? რატომ  ეძებდნენ..." ამბობს გარდაცვლილის დედა.

მამის თქმით, კი მის შვილს თვითმკვლელობის მიზეზი არ ჰქონია.

ვინ არის შსს-ს მაღალჩინოსანი, რომელსაც სულაშვილები შვილზე ზეწოლაში ადანაშაულებენ, დეტალებს "მთავარი არხის" გადამღები ჯგუფი არკვევს.  

მომხდართან დაკავშირებით კი გამოძიება შსს-მ თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი