პოლიცია "მთავარი არხის" ოპერატორ სერგი ბარამიძეს ფიზიკურად გაუსწორდა და დააკავა.

პოლიციის მაღალჩინოსანი გოგა მემანიშვილი "მთავარი არხის" ჟურნალისტის შეკითხვაზე, რატომ დააკავეს ჩვენი ოპერატორი, ამბობს: "ვნახავთ ვინ არის. სახელი და გვარი არ ვიცი. რამდენიმე პირია დაკავებული და გავარკვევ თქვენი ოპერატორი არის თუ არა". კითხვაზე, რა იყო პრობლემა, კამერა რომ ხელში ეჭირა და მუშაობდა, მემანიშვილი ამბობს, რომ ის გზის სავალ ნაწილს კეტავდა.

ამ წუთებში მელიქიშვილის გამზირზე პოლიცია აქციის მონაწილეებს ძალის გამოყენებით აკავებს - ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე შსს-ს თანამშრომლების დემონსტრანტების მანქანაში ჩატენვას ცდილობენ. აგრესიული სამართალდამცველები უპირისპირებიან პოლიტიკოსებსაც, დაპირისპირება იყო ნიკა მელიასთან. არსებული ინფორმაციით, გაუშვეს წიწაკის სპრეიც. 
 

[მასალა ახლდება]

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი