"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, თამარ კორძაიას თქმით, პარლამენტის 30-მა წევრმა, არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით, საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა.

კორძაიას განმარტებით, საკონსტიტუციომ ერთი თვის ვადაში უნდა განიხილოს კონსტიტუციურად ცნობის საკითხი, აქედან გამომდინარე, ირაკლი კობახიძის მიერ დაანონსებული შეკრება არაკონსტიტუციური იქნება.

"დღეს საქართველოს პარლამენტის 30 წევრის ხელმოწერით გაიგზავნა საკონსტიტუციო სარჩელი არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით. საკონსტიტუციო სარჩელი წარადგინა გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა, დღეს პარლამენტის 30-მა წევრმა.

ეს იმას ნიშნავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა მიიღოს სარჩელი წარმოებაში და ერთი თვის ვადაში განიხილონ კონსტიტუციურად ცნობის საკითხი. მეორეს მხრივ, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს პარლამენტის სამანდატურო მისიას არ აქვს უფლებამოსილება, სიაში შეიყვანოს პოტენციური პარლამენტის წევრები, რადგან სადავო არის გამხდარი 150-ვე პარლამენტის წევრის არჩევის კონსტიტუციურობის საკითხი. აქედან გამომდინარე, ირაკლი კობახიძის მიერ დაანონსებული შეკრება 25-ში ან 26-ში იქნება არაკონსტიტუციური", - თქვა კორძაიამ.

გარდა ამისა, დღეს, 19 ნოემბერს არჩევნების ფარულობისა და საყოველთაობის დარღვევაზე, საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის სარჩელი შევიდა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი