თსუ-ში, სადაც გუშინ სპეცრაზმი შეუშვეს, დღეს ოპოზიციურად განწყობილ სტუდენტებს არ უშვებენ

გამოქვეყნდა:

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ოპოზიციურად განწყობილ სტუდენტებს არ უშვებენ. პირველი კორპუსის მთავარი შესასვლელი დაკეტილია. პერიმეტრს დაცვის თანამშრომლები აკონტროლებენ.

უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი განახლებულია და შენობაში მხოლოდ იმ სტუდენტებს უშვებენ, რომლებიც აქციებზე არ დადიან.

"განგვიმარტეს, რომ რაღაც საშიშროებას წარმოვადგენთ უნივერსიტეტში. მე პირადად აქ 6 წელია ვსწავლობ და არანაირი შენიშვნა არ მიმიღია იამზე, თუ როგორ უნდა მოვიქცე აკადემიურ სივრცეში. თავიანთ ჩათი აქვთ, აგდებენ ფოტოებს და სქრინებს, ჩვენზე აქვთ ინფორმაცია და ვინც ცოტა ოპოზიციურად განწყობილი ვართ  თსუ-ს ადმინისტრაციისა და კერძოდ ჯაბა სამუშიას მიმართ, არ გვიშვებენ უნივერსიტეტში", - ამბობს ერთ-ერთი სტუდენტი.

იხილეთ ასევე:

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი