უკრაინაში ავიაკატასტროფით დაღუპულთა რიცხვი 3-ით გაიზარდა, საერთო რაოდენობა კი 25-ია

გამოქვეყნდა:

უკრაინის გენერალური საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნისას დაღუპულთა რიცხვი 3-ით გაიზარდა და მსხვერპლთა საერთო რაოდენობა 25-ია. 

განახლებად ინფორმაციას ადგილობრივი ახალი ამბების სააგენტო UNIAN ავრცელებს. თავდაპირველად ითქვა, რომ საწრთვნელ თვითმფრინავში 28 ადამიანი იმყოფებოდა - მათ შორის, ეკიპაჟის 7 წევრი და 21 კადეტი. მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ მათი საერთო რაოდენობა 27 იყო, კატასტროფას კი 25 ადამიანი შეეწირა. 

შეგახსენებთ, რომ სამხედრო თვითმფრინავი AN-26 უკრაინაში, ხარკოვის ოლქში 25 სექტემბერს, ასაფრენი ბილიკიდან 2 კილომეტრში ჩამოვარდა. 

მომხდარს მალევე გამოეხმაურა პრეზიდენტი ზელენსკი, რომელმაც თქვა, რომ ეს საშინელი ტრაგედიაა და შემთხვევის ადგილს დღეს მოინახულებს. მისივე თქმით, გამოძიებაში სამთავრობო კომისია ჩაერთვება. 

ახალგაზრდების პროტესტი | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი