ვერის პარკში ჭადრაკის სასახლის რეაბილიტაცია იგეგმება | 34 მილიონიანი ტენდერი უკვე გამოცხადებულია

გამოქვეყნდა:

თბილისის მერია ვერის პარკში მდებარე  ჭადრაკის სასახლისა და ალპური კლუბის შენობა-ნაგებობის რეაბილიტაციისთვის 34 მილიონზე მეტს დახარჯავს. ტენდერი ა(ა)იპ თბილისის განვითარების ფონდმა გამოაცხადა. წინადადებების მიღება 7 დეკემბერს დაიწყება და 12 დეკემბერს დასრულდება, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 34 421 414 ლარია. სარეაბილიტაციო სამუშაოები 2 წელში უნდა დასრულდეს.  2024 წელს  100 000 ლარი დაიხარჯება, 2025 წელს - 17 160 707 ლარი და 2026 წელს - 17 160 707 ლარი. საპროექტო მომსახურებაში არაუმეტეს 400 000 ლარი უნდა დაიხარჯოს, სამშენებლო სამუშაოებში კი 34 მილიონი.

როგორც ტექნიკურ დოკუმენტაციაშია აღნიშნული საჭიროების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია ობიექტებზე სამუშაოები აწარმოოს 24 საათიან რეჟიმში.

პრეტენდენტს 2018 წლიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე პერიოდში უნდა გააჩნდეს კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლ(ებ)ზე - შენობა(ებ)ზე რესტავრაცია-რეაბილიტაციის სამუშაოების შესრულების (ფაქტობრივი შესრულება) გამოცდილება, რომლის საერთო ჯამური ღირებულება არ უნდა იყოს შესყიდვის სავარაუდო ღირებულების 100%-ზე ნაკლები.

ჭადრაკის სასახლის მესაკუთრე თბილისის მუნიციპალიტეტია, ქონებით მოსარგებლე კი ა.ი.პ საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია. თბილისის მუნიციპალიტეტია ალპური კლუბისს მესაკუთრეც, ქონებით მოსარგებლე კი შპს ალპური კლუბი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი