კახელ მევენახეებს მოსავალი უფუჭდებათ - მათი თქმით, ქარხნები გარიგებულები არიან კერძო პირებთან

გამოქვეყნდა:

კახეთში რთველი უკვე აქტიურ ფაზაშია, მაგრამ გლეხები ყურძენს ვერ აბარებენ. მათ მოსავალი ღვინის ქარხნებში მიაქვთ, თუმცა გაურკვეველი მიზეზის გამო ქარხნები ჩაბარებაზე უარს ამბობენ. მევენახეები ფიქრობენ, რომ ქარხნები გარიგებულები არიან კერძო პირებთან. 

ჩვენი ხმებით მოვიდა დღევანდელი მთავრობა სათავეში. კარზეა მომდგარი არჩევნები და კახელი გლეხის ასე გამწარება მარტივად არ ჩაივლის "ოცნებისთვის", - ამბობს მევენახე.

"მთავარი არხი" დაუკავშირდა "ღვინის ეროვნულ სააგენტოს"; ისინი ამბობენ, რომ პრობლემის მიზეზი გლეხების მიერ არაორგანიზებული ყურძნის კრეფაა. 

ცნობისთვის, "დაავალე მიშას" ფარგლებში კახელები ყურძნის ფასის მომატებას ითხოვენ. გურჯაანელი მევენახეები ამბობენ, რომ ხელისუფლება ყურძენს უსამართლოდ აფასებს, ჩაბარების დროს კი ქარხნები ხელოვნურ ბარიერებს ქმნიან და წონაშიც იტყუებიან. 

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი