სტუდენტების პროტესტი | ხმაური და დაპირისპირება თსუ-ში და საჯარო ლექციები უნივერსიტეტის ეზოში

გამოქვეყნდა:

სტუდენტების პროტესტი გრძელდება. ისინი ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში კიდევ ერთ ღამეს გაათევენ. ცოტა ხნის წინ ხმაური იყო უმაღლესი სასწავლებლის ადმინისტრაციულ კორპუსში, სადაც დაცვის თანამშრომლები ახალგაზრდებს შენობაში შესვლის შესაძლებლობას არ აძლევდნენ. 

გვიან ღამით უნივერსიტეტში დაპირისპირება მოხდა. ახალგაზრდების თქმით უნივერსიტეტის შიდა სივრცეში უცხო პირებიც შენიშნეს, რომლებიც არ იყვნენ უმაღლესი სასწავლების დაცვის თანამშრომლები.

დაპირისპირების დროს შეუძლოდ გახდა რამდენიმე სტუდენტი. საჭირო გახდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმების გამოძახება. 

უნივერსიტეტში დაცვა გააძლიერეს. შენობაში უცხო პირებს არ უშვებენ, თუმცა ვინ იყვნენ ის ადამიანები ვის შესახებაც სტუდენტები საუბრობენ, ან როგორ მოხვდნენ ისინი უნივერსიტეტში, ამაზე დაცვის სამსახური არ საუბრობს.

სტუდენტები გაყალბებულ არჩევნებს და 19 ნოემბერს ამ შენობის სპეცრაზმისთვის დათმობას აპროტესტებდნენ, რომლებმაც ძალის გამოყენებით დაშალეს აქცია უნივერსიტეტთან. მთავარ მოთხოვნად რჩება რექტორის ჯაბა სამუშიას გადადგომაც. სტუდენტთა ნაწილი ღამეს უნივერსიტეტის ეზოში და იქ გაშლილ კარვებში ათენებს. მხარდაჭერას უცხადებენ ლექტორებიც და სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები.

გრძელდება ღია საჯარო ლექციებიც უნივერსიტეტის ეზოში. დღეს მათ კონსტიტუციონალისტმა და ისტორიკოსმა წაუკითხეს ლექცია და შეაფასეს მიმდინარე მოვლენებიც.  

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი