უბილეთო მგზავრობის გამო გამოწერილი ჯარიმების რაოდენობამ 2 753 462 ლარი შეადგინა

გამოქვეყნდა:

2024 წლის 10 თვეში უბილეთო მგზავრობის გამო გამოწერილი ჯარიმების რაოდენობამ 2 753 462 ლარი შეადგინა. უბილეთო მგზავრობისთვის ჯარიმა 20 ლარს შეადგენს, შესაბამისად, სავარაუდოდ თბილისში, კონტროლიორებმა დაახლოებით 138 000-მდე ჯარიმა დაწერეს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შემცირებულია, 2023 წლის იანვარ ოქტომბერში ჯარიმების რაოდენობა 3 მილიონს აჭარბებდა.

მცირედით არის შემცირებული დედაქალაქის ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დარღვევის გამო გამოწერილი ჯარიმები. წელს ეს რაოდენობა 14 703 767 ლარია, 2023 წლის იანვარ-ოქტომბერში კი 15 მილიონი იყო.

ბას ლაინზე ნებართვის გარეშე მოძრაობისთვის კი 4 056 994 ლარი შეადგინა, შარშან ეს მაჩვენებელი ნახევარი მილიონით მეტი იყო.

საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობები მონაცემების თანახმად გაზრდილია საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო გამოწერილი ჯარიმების საერთო რაოდენობა და 189 165 884 ლარს შეადგენს. 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 179 250 931 ლარი იყო. გაორმაგებულია ტაქსის სანებართვო პირობების დარღვევისთვის ჯარიმები წელს ეს მაჩვენებელი 2 865 942 ლარი იყო, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 1 286 106 ლარი.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი