"ოცნების" თვითგამოცხადებულმა პარლამენტმა პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს დანიშნა | როგორია ახალი წესი?

გამოქვეყნდა:

პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს გაიმართება - შალვა პაპუაშვილის ინიციატივას თვითგამოცხადებული პარლამენტის სხდომაზე მხარი დაუჭირა 80-მა წევრმა, წინააღმდეგი არავინ წასულა.

პაპუაშვილმა თარიღი ბიუროზე დაასახელა და სესიაზე დღის წესრიგის პირველ საკითხად წარადგინა

სესიაზე თვითგამოცხადებული პარლამენტის თავმჯდომარემ დადგენილების პროექტი წარადგინა და პრეზიდენტის არჩევის ახალ წესზე დეტალურად ისაუბრა.

საქართველოს ისტორიაში პირველად, პრეზიდენტს ხალხის ნაცვლად 300 ხმოსანი, 5 წლის ვადით აირჩევს. 

300 წევრისგან შემდგარ კოლეგიაში შედიან: საქართველოს პარლამენტის ყველა წევრი (150 დეპუტატი), აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ყველა წევრი (20 დეპუტატი), აჭარის უმაღლესი საბჭოს ყველა წევრი (21 დეპუტატი) და 109 წევრი მუნიციპალიტეტების საკრებულოებიდან.

პრეზიდენტის ასარჩევად კოლეგიის ხმების 2/3, 200 ხმაა საჭირო. იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატებიდან 200 ხმა ვერავინ მოაგროვა, მეორე ტური ჩატარდება, რომელშიც ორი საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას. პრეზიდენტი გახდება ის, ვისაც მეტ ხმას მისცემენ.

არჩევნები საკანონმდებლო ორგანოში გაიმართება. კანდიდატის წარდგენის უფლება აქვს საარჩევნო კოლეგიის არა ნაკლებ 30 წევრს. თითოეულმა დელეგატმა პრეზიდენტობის კანდიდატად მხოლოდ ერთ წევრი უნდა წარადგინოს და ხმაც მხოლოდ ერთს უნდა მისცეს.

"მთავარი არხის" ინფორმაციით, პრეზიდენტობის კანდიდატად "ოცნება" ირაკლი ღარიბაშვილსა და კონსტანტინე გამსახურდიას განიხილავს.

მოქმედ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს უფლებამოსილების ვადა 16 დეკემბერს ეწურება. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი