აუცილებელია მძლავრი ნაბიჯების გადადგმა, რათა ვიდგეთ ქართველ ხალხთან ერთად, რომლებიც უკვე ათწლეულებია იბრძვიან თავიანთი ევროპული მომავლისათვის. სწორედ მათმა სურვილმა და მედეგობამ, რომ იბრძოლონ ევროპული მომავლისათვის, ჩვენ მოგვცა კანდიდატის სტატუსი და ვერ დავტოვებთ საქართველოს ამ გადამწყვეტ მომენტში, - ამის შესახებ "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ სტრასბურგში, ევროპარლამენტარებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"თვენი მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია ქართველი ხალხისა და ჩვენი ევროპული ტრაექტორიისათვის, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას მაშ შემდეგ, რაც მოიპარეს საპარლამენტო არჩევნების შედეგები. ეს არ არის არჩვები, რომელიც მოჰპარეს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ პარტიას, არამედ თითოეულ ქართველ მოქალაქეს და სწორედ ამიტომ უწოდა მას საქართველოს პრეზიდენტმა რუსული სპეცოპერაცია, ჰიბრიდული ომის წარმოების გზა ქართველი ხახის ნების წინააღმდეგ. ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო იარაღების პოლიტიკის შენარჩუნება ამ არჩევნების მიმართ", - განაცხადა ბოკუჩავამ.