უკრაინაში დაჭრილი ქართველი მებრძოლი, სპარტაკ ლეკიაშვილი გარდაიცვალა

გამოქვეყნდა:

უკრაინაში დაჭრილი ქართველი მებრძოლი, სპარტაკ ლეკიაშვილი გარდაიცვალა. 

სპარტაკ ლეკიაშვილი გასული წლის მაისში, ბახმუტის დაბომბვის დროს დაიჭრა. ის მკურნალობას ჯერ უკრაინაში, შემდეგ საქართველოში, ბოლოს კი საფრანგეთში გადიოდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე ცხედრის გადმოსვენების პროცედურები მიმდინარეობს.

უკრაინაში ქართველი მოხალისეები ომის დაწყების პირველივე დღეებიდან იბრძვიან. 2022 წლის თებერვლიდან დღემდე, პუტინის აგრესიას უკრაინაში, 60-ზე მეტი ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი