კობახიძის რუსული განცხადების შემდეგ, ქუთაისში, "ოცნების" ოფისთან აქცია ჩაინიშნა

გამოქვეყნდა:

კობახიძის რუსული განცხადების შემდეგ, ქუთაისში, "ოცნების" ოფისთან, 20:00 საათზე აქცია ჩაინიშნა. მოქალაქეები ამბობენ, რომ ამ განცხადებით “ოცნება" ქვეყნის ევროპული მომავლის გზას სამუდამოდ კეტავს.

"ვიკრიბებით "ოცნების" ოფისთან" - კობახიძის რუსული განცხადების შემდეგ, მოქალაქეები აქციას თბილისშიც, "ქართული ოცნების" ოფისთან, გორგასლის 20-ში, აანონსებენ.

ეს გადაწყვეტილება მოქალაქეებმა მას შემდეგ მიიღეს, რაც თვითგამოცხადებულმა პრემიერმა მორიგი რუსული განცხადება გააკეთა და თქვა: "მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი".

იხილეთ ასევე:

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი