ხელისუფლების მხრიდან განხორციელებული ქმედებები სცდება კონსტიტუციურ ფარგლებს | წალენჯიხის მერია

გამოქვეყნდა:

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და წერს, რომ ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან განხორციელებული ქმედებები სცდება ქვეყნის კონსტიტუციურ ფარგლებს.

"ბოლო პერიოდში ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან განხორციელებული ქმედებები სცდება ქვეყნის კონსტიტუციურ ფარგლებს და აშკარა საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ მომავალსა და ევროატლანტიკურ სივრცეში ქვეყნის ინტეგრაციას.

ხელისუფლებამ ხალხის ხმების მიტაცებით არჩევნების გაყალბება არ იკმარა და ქვეყანაში საკონსტიტუციო გადატრიალება მოაწყო - საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის მიერ შეტანილი სარჩელის მოუხედავად შეიკრიბა პარლამენტში, ერთპიროვნულად ერთპარტიულ სხდომაზე მთავრობას ნდობა გამოუცხადა და ბოლოს, საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლიც უგულებელყო.

ორი დღე-ღამეა, ქვეყნის მთავარ გამზირზე ფიზიკურად დაუპირისპირდა მშვიდობიან მომიტინგეებსა და მედიის წარმომადგენლებს, რითაც თავისუფალი აზრის გამოხატვა შეზღუდა.

წალენჯიხის კოალიციური თვითმმართველობა, რომელიც ქვეყანაში ერთადერთი ოპოზიციური მუნიციპალიტეტია, ქართული სახელმწიფოს რუსულ სივრცეში დაბრუნების აშკარა საფრთხედ მიიჩნევს," - წერია განცხადებაში. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი