საქართველოში განვითარებული მოვლენების ფონზე ევროპარლამენტი არჩევნების საკითხს სოციალურ ქსელში კიდევ ერთხელ ეხმაურება

გამოქვეყნდა:

საქართველოში განვითარებული მოვლენების ფონზე ევროპარლამენტი ოფიციალურ ფეუისბუკგვერდზე მორიგ ჯერზე აზიარებს ამონარიდს რეზოლუციიდან, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებით 28 ნოემბერს მიიღეს.

ევროპარლამენტი საქართველოში 26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს უარყოფს და ერთი წლის განმავლობაში მის ხელახლა ჩატარებას ითხოვს

"ევროპარლამენტი საქართველოში ახალ არჩევნებს ითხოვს. მნიშვნელოვანი დარღვევების გამო, ევროპარლამენტარები უარყოფენ საქართველოში ბოლო საპარლამენტო არჩევნების შედეგს და მოითხოვენ მის ხელახლა ჩატარებას ერთი წლის განმავლობაში.

ევროპარლამენტარები გმობენ მრავალრიცხოვან და სერიოზულ საარჩევნო დარღვევას, მათ შორის დოკუმენტირებულ შემთხვევებში ამომრჩევლების დაშინებას, ხმის მიცემის მანიპულაციას, საარჩევნო დამკვირვებლებისა და მედიის საქმიანობაში ჩარევას და ელექტრონული საარჩევნო მანქანების გამოყენებით ხმის მანიპულაციას," 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი