ლუკაშენკო ვალდებულია, უარი თქვას პრეზიდენტობაზე - ემანუელ მაკრონი

გამოქვეყნდა:

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის თქმით, ბელარუსის პრეზიდენტი, ლუკაშენკო "ვალდებულია, დათანხმდეს დემოკრატიის ლოგიკას და უარი თქვას ძალაუფლებაზე". ამ საკითხზე მაკრონმა ფრანგულ ჟურნალთან, Journal du Dimanche-თან ილაპარაკა. 

ცალსახაა, რომ ლუკაშენკო უნდა წავიდეს; მიმდინარე საპროტესტო აქციები პრეზიდენტის ძალაუფლების კრიზისის მაჩვენებელია, - ამბობს მაკრონი. 

პარალელურად, ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრი დასავლეთს ქვეყანაში ქაოსისა და ანარქიის გამოწვევაში ადანაშაულებს. 

ცნობისთვის, 24 სექტემბერს ევროკავშირმა თქვა, რომ ლუკაშენკოს ბელარუსის კანონიერ პრეზიდენტად არ ცნობს და აგვისტოში ჩატარებულ არჩევნებს გაყალბებულს უწოდებს. 

23 სექტემბერს კი ბელარუსის პრეზიდენტმა ინაუგურაცია ისე გამართა, რომ წინასწარ ამის შესახებ ინფორმაცია ცნობილი არ ყოფილა.

 

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი