16 გარდაცვლილი და 100-ზე მეტი დაშავებული - სომხეთის თავდაცვის მინისტრი

გამოქვეყნდა:

​სომხეთს  100-ზე მეტი დაშავებული და 16 გარდაცვილი ჰყავს - სომხეთის თავდაცვის მინისტრი, ამ ინფორმაციას Twitter-ზე ავრცელებს. 

შეგახსენებთ, ფართომასშტაბიანი სამხედრო დაპირისპირება მთიან ყარაბაღში 2020 წლის  27 სექტემბერს განახლდა. ორივე ქვეყანა სამხედრო რეჟიმზე გადავიდა. 

კონფლიქტის დაწყებიდან რამდენიმე საათში, სომხეთმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხაადა, თავის მხრივ ქვეყნის პრემიერმინისტრმა საერთაშორისო საზოგადოებას მიმართა, გამოყნებეული იყოს ყველა ბერკეტი, რომ თურქეთი არ ჩაერიოს კონფლიქტში. 

ნიკოლ ფაშინიანის ამ განცხადებას კი, წინ ოფიციალური თურქეთის - აზერბაიჯანის მხარდამჭერი - განცხადება უძღვოდა. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის თქმით, "სტაბილურობისა და მშვიდობის ყველაზე დიდი წინაღობა კავკასიაში სომხეთის მტრული განწყობაა". 

თავის მხრივ აზერბაიჯანის ერთპალატიანი პარლამენტი - მილი მეჯლისი, ქვეყანაში საომარ მოქმედებებს ოფიციალურად იწყებს.  ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ქვეყნის ზოგიერთ ქალაქში და რეგიონში კომენდანტის საათი გამოცხადდა. იყო ცნობები იმის შესახებაც, აზერბაიჯანში აღდგა ინტერნეტიც, რომელლის მოხამრებაც, პროვოკაციის თავიდან აცილების მიზნით შიეზღუდა. 

წლების კონფლიქტს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო  განცხადებით გამოეხმაურა, სადაც მხარემ დაპირისპირების დეესკალაციისთვის მზადყოფნა გამოთქვა. ყოფილმა საგარეო მინისტრმა და ამჟამად საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კი, შეშფოთება, მიმდინარე კონფლიქტზე, Twitter-ზე გამოთქვა და მანაც სხვების მსაგავსად,  მხარეებს მშვიდობისკენ მოუწოდა. 

რაც შეეხება ევროსაბჭოს - გენერალური მდივანის, მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩის თქმით, მხარეებმა ძალისხმევა არ უნდა დაზოგონ ესკალაციის შესაჩერებლად.

აქვე, წელს ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ყარაბაღის სადავო ტერიტორიაზე აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმენთს დაუპირისპირდნენ. შეტაკებებს ივლისში 16 ადამიანი ემსხვერპლა - მათ შორის იყვნენ მშვიდობიანი მოქალაქეები და სამხედრო მაღალჩინოსნები. 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი