"მთავარი არხის" ინფორმაციით, ორგზის პრემიერმა და თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა "ქართული ოცნება" დატოვა. ბოლოს ის პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა.
ღარიბაშვილი საჯაროდ 25 ნოემბერს, არალეგიტიმური პარლამენტის შეკრებაზე, "დეპუტატის" სტატუსით გამოჩნდა, თუმცა იმავე დღეს გახდა ცნობილი, რომ ის სადეპუტატო მანდატს დატოვებდა.
ამის შემდეგ ის "ოცნების" პოლიტსაბჭოს სხდომას ესწრებოდა, სადაც ოლიგარქმა ივანიშვილმა მიხეილ ყაველაშვილი პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელა.