ირაკლი ღარიბაშვილმა "ოცნებიდან" წასვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უარყო.
„ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ვაგრძელებ მუშაობას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოზიციაზე, ვარ ჩვენი გუნდის წევრი და ყველა სხვა შინაარსის ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, დღეს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ორგზის პრემიერმა და თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პატია დატოვა.