"დროას" ოფისთან დაპირისპირებაა. აგრესიული სამართალდამცველები ნიკა გვარამიას ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ამის შემდეგ კი გათიშულ მდგომარეობაში, სავარაუდოდ, დააკავეს. გვარამია პოლიციის მანქანაში ჩატენეს.
ნიღბიანი შავფორმიანები "დროას" ოფისთან არიან მობილიზებულები. ნიკა გვარამია მათგან ოფისის ჩხრეკის ნებართვას ითხოვდა, რა დროსაც, შსს-ს წარმომადგენლები ძალადობაზე გადავიდნენ.