სტრასბურგმა "წვრთნების საქმეზე" დავით კეზერაშვილისთვის სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა დაადგინა | "ფორმულა"

გამოქვეყნდა:

სტრასბურგის სასამართლომ "ფორმულას" დამფუძნებლისა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ აღძრულ ე.წ. წვრთნების საქმეზე სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა დაადგინა, კერძოდ, სასამართლოს მიუკერძოებლობის ნაწილში.

გადაწყვეტილების თანახმად, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა: კონვენციის მეექვსე მუხლის პირველი პუნქტის დარღვევა ობიექტური [სასამართლოს] მიუკერძოებლობის ნაკლებობაზე.

დავით კეზერაშვილმა სარჩელით სტრასბურგის სასამართლოს 2022 წლის 17 თებერვალს მიმართა. საბოლოო გადაწყვეტილება დიდმა პალატამ 7 მოსამართლის თანხმობით გამოიტანა.

სტრასბურგის დღევანდელი გადაწყვეტილება დავით კეზერაშვილის საქმეზე თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას საქმეზე გამოტანილი განაჩენის მსგავსია. კერძოდ, გიგი უგულავას "თბილისის განვითარების ფონდის" საქმეზე, რომელშიც უზენაესმა სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო თანხის გაფლანგვაში, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ასევე სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა დაადგინა - გადაწყვეტილებაში აღნიშნული იყო საქმის განხილვაში შალვა თადუმაძის მიუკერძოებლობის დამადასტურებელი არგუმენტების არარსებობა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი