ოლიგარქის სასამართლომ ბექა ყორშია 2 200 ლარით დააჯარიმა

გამოქვეყნდა:

ოლიგარქის სასამართლომ "მთავარი არხის" ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ბექა ყორშია 2 200 ლარით დააჯარიმა.

ბექა ყორშიას ბრალდების მხარე პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდა.

შეგახსენებთ, რომ ბექა ყორშია 6-7 დეკემბერს ღამით დააკავეს. ადვოკატის თქმით, მასზე ავტომობილში ფიზიკურად იძალადეს. 

დღეს, ბექა ყორშია ზაჰესის იზოლატორიდან საქალაქო სასამართლოში ისე გადაიყვანეს, რომ ამის შესახებ ადვოკატისთვის არ უცნობებიათ.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი