"მთავარი არხის" ინფორმაციით, ყოფილი პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკულ ჰოსპიტალში, მრავლობითი დაზიანებებით მიიყვანეს. ვრცელდება ცნობები პარტიაში ფიზიკურ დაპირისპირებაზე. ინფორმაცია "მთავარ არხს" კლინიკიდან სანდო წყარომ დაუდასტურა.
ვიდეოს გადაღება ვერ მოხერხდა, გაძლიერებული დაცვის გამო.
ცნობისთვის, ღარიბაშვილის ტრავმატოლოგიურ განყოფილებაში ყოფნის შესახებ გუშინ, "მთავარი არხის" ეთერში, ოლიგარქის თანაინვესტირების ფონდის ყოფილი თავმჯდომარე, გიორგი ბაჩიაშვილიც საუბრობდა.