ორბელიანების რეზიდენციაში 4 პოლიტიკური გაერთიანების ლიდერები პრეზიდენტს შეხვდნენ და კონსულტაციები გამართეს.
კონსულტაციებს წინ უსწრებდა პარტიების ერთობლივი განცხადება, რომ 14 დეკემბრის საპრეზიდენტო არჩევნები ვერ იქნება ლეგიტიმური, რადგან დელეგატების უდიდეს ნაწილს წარმოადგენენ არალეგიტიმური პარლამენტის დეპუტატები. შესაბამისად, ოპოზიციაში განმარტავენ, რომ ქვეყანაში ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნამდე ქვეყნის პრეზიდენტი კვლავ სალომე ზურაბიშვილი იქნება.
შეხვედრიდან გამოსულ ლიდერებს კონკრეტულ დეტალებზე არ უსაუბრიათ:
"დღეს, ჩვენ პოლიტიკურმა პარტიებმა მივიღეთ განცხადება, დეკლარაცია, ძალიან მნიშვნელოვანი, ხაზგასმით პოლიტიკური საკითხების, ეს არის პოლიტპატიმრების გათავისუფლების აუცილებლობა, მათი მხარდაჭერა, ეს არის ამ პარლამენტის და შესაბამისად 14 დეკემბრის ე.წ არჩევნების არალეგიტიმურობა, პრეზიდენტის ლეგიტიმურობის ხაზგასმა, ახალი არჩევნების აუცილებლობა, ასევე მედიის მხარდაჭერა," - განაცხადა "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ.