აქციიდან წასული კარდიოლოგი რამაზ ზოსიაშვილი პატრულმა გააჩერა, გაჩხრიკა და განყოფილებაში გადაიყვანა

გამოქვეყნდა:

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციიდან წასვლის შემდეგ, ორთაჭალაში, პოლიციის სამმა ეკიპაჟმა კარდიოლოგ რამაზ ზოსიაშვილის მანქანა გააჩერა, გაჩხრიკა და განყოფილებაში გამოკითხვაზე გადაიყვანა.

"მე და ვაჟას დაგვირეკა პატრულმა გაგვაჩერაო და ჩვენც მოვედით. ზედაპირული ჩხრეკის შემდეგ გამოკითხვისთვის გადაიყვანეს რამიშვილზე, განყოფილებაში. ახლა ადგილზე მივდივართ," - ამბობს მისი ახლობელი.

ინფორმაცია "მთავარ არხს" მიაწოდეს

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი