"ხალხის ძალა" თვითგამოცხადებულ უმრავლესობას ტოვებს და "ოპოზიციაში" გადადის

გამოქვეყნდა:

"ხალხის ძალა"  "ჯანსაღი ოპოზიციის არსებობისთვის" ხელშესაწყობად, "ოპოზიციაში" გადადის- განცხადება ამის შესახებ თვითგამოცხადებულმა დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა გააკეთა: 

"ჩვენმა პოლიტიკურმა პარტიამ, „ხალხის ძალამ“ გადავწყვიტეთ, დავტოვოთ საპარლამენტო უმრავლესობა და ამით სათავე დავუდოთ საქართველოში ჯანსაღი ოპოზიციის არსებობას" თქვა გურამ მაჭარაშვილმა.

შეგახსენებთ, "ხალხის ძალა" 2022 წელს ჩამოყალიბდა, როდესაც "ქართული ოცნება" რამდენიმე დეპუტატმა დატოვა.

მაშინ მიზეზად გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით "შეუთავსებლობა" დასახელდა, თუმცა ისინი საპარლამენტო უმრავლესობაში დარჩნენ, წელს კი
"ქართული ოცნების" საარჩევნო სიით მოხვდნენ პარლამენტში.

"ხალხის ძალის" წევრია საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელებული მიხეილ ყაველაშვილი. 

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი