თბილისის ქუჩებში საყოველთაო გაფიცვა დაიწყო

გამოქვეყნდა:

 პარლამენტის მიმართულებით, IT სფეროს წარმომადგენლების საპროტესტო მსვლელობა დაიწყო. თავდაპირველად აქციის მონაწილეები რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ. რუსთაველის გამზირი გადაკეტილია.

აქციის მონაწილეები მიმდინარე აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებასა და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.

პროტესტს უერთდებიან აღმაშენებლის ხეივანზე მდებარე სხვადასხვა კომპანიების თანამშრომლებიც. ამ წუთებში ისინი ქუჩაში არიან გამოსული. 

გადაკეტილია ჭავჭავაძის გამზირი, ხალხი ქუჩაშია გამოსული აღმაშენებლის გამზირსა და ვაჟა-ფშაველას გამზირზე. საყოველთაო გაფიცვას არაერთი კომპანიის თანამშრომლები უერთდებიან. მათ დროებით შეაჩერეს სამუშაო პროცესი და საკუთარი სამსახურების წინ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით, ქვეყნის ევროინტეგრაციის კურსის მხარდასაჭერად გამოვიდნენ. ხალხი სოლიდარობას უცხადებს აქციებზე ძალადობრივად დაკავებულ და ნაცემ მოქალაქეებსაც და მათ გათავისუფლებას ითხოვს.

 გზა გადაიკეტა თბილისის მერიასთანაც. ადგილზე იმყოფებიან "საქართველოს უნივერსიტეტის" სტუდენტები, პროფესორები და ადმინისტრაციის თანამშრომლები რომლებიც მსვლელობას გამართავენ.

დედაქალაქის მასშტაბით დღის განმავლობაში სხვადასხვა ლოკაციაზე, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების მსვლელობებია დაანონსებული.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი