მოქალაქეების ცნობით, ბათუმი-თბილისის სარკინიგზო გზაზე მატარებელი ავარიულად გაჩერდა

გამოქვეყნდა:

მოქალაქეების ცნობით, ბათუმი-თბილისის სარკინიგზო გზაზე მატარებელი ავარიულად გაჩერდა.

"ბათუმი-თბილისის სარკინიგზო გზა გაჭედილია, არის რაღაც პრობლემა რომელსაც არ ამბობენ. იყო შეჯახებაც და არ ვიცით. მიზეზად ყინულს ასახელებენ. გაურკვეველი სიტუაციაა და არც ვიცით ჩამოვალთ თუ არა. რაღაც მოხვდა მატარებელს შეჯახება იყო გვერდიდან არც ეგ ახსნა არავინ რა მოხდა. არის თოვლი და დააბრალეს ყინულს. ფიზიკურად შეუძლებელია ამხელა ყინული რა უნდა ყოფილიყო ძალიან მძლავრი ხმა და შეჯახება იყო. არ ვენდობი არცერთ პერსონალს გამომდინარე იქიდან რომ არ ეკიდებიან საქმეს პასუხისმგებლობით. მგზავრებს არავინ აქცევს ყურადღებას და არის ძალიან ცუდი სიტუაცია, მე პირადად ძალიან დაძაბული ვარ სხვა არ ვიცი", - უყვება "მთავარი არხის" ვებგვერდს ერთ-ერთი მგზავრი", - უყვება "მთავარი არხის" ვებგვერდს ერთ-ერთი მგზავრი.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი