რუსი პროპაგანდისტი და ქართული პოლიცია | რუსეთის შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ თბილისში ქართველი კოლეგების მოწვევით იმყოფებოდა

გამოქვეყნდა:

 

თბილისში არსებული სიტუაციის გასაცნობად, საქართველოში რუსეთის სამართალდამცავი ორგანოების პროფკავშირების ასოციაციის ხელმძღვანელი ალექს ლობარევი იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას ლობარევი სოციალურ ქსელში თავად ავრცელებს.

როგორც ის 10 დეკემბერს გამოქვეყნებულ პოსტში წერს, საქართველოში მივლინებით, ქართველი კოლეგების მოწვევით იმყოფებოდა, როგორც რუსეთის სამართალდამცავი ორგანოების პროფკავშირების ასოციაციის ხელმძღვანელი და საერთაშორისო თანამშრომლობის კომისარი, რათა ადგილზე გასცნობოდა „უკანონო ანტისამთავრობო პროტესტებით გამოწვეულ სიტუაციას“.

ლობარევი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს აქებს და ამბობს, რომ „ქართველების უმრავლესობას პროტესტის მონაწილეების მიმართ ძალიან ნეგატიური დამოკიდებულება აქვთ“ რუსი პროპაგანდისტი ხაზს უსვამს იმას, რომ თითქოს საქართველოში რუსეთის მიმართ დამოკიდებულება პოზიტიური მიმართულებით არის შეცვლილი და რუსულ ენასაც საკომუნიკაციოდ ყველა ადგილზე თავისუფლად იყენებდა.

ლობარევს ფეისბუკზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში უწერია, რომ ის წარსულში ის შინაგან საქმეთა სამინისტროს რუსეთის კვლევითი ინსტიტუტის დეპარტამენტის უფროსად მუშაობდა და ასევე იყო რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსკოვის ყოფილი კრიმინალური გამოძიების დეპარტამენტის თანამშრომელი. ასევე ის არის აზიის ხალხების ასამბლეის გენერალური საბჭოს წევრიც, რომლის გენერალური დირექტორის მოადგილეც არის იგორ გიორგაძე.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი