ფიზიკური დაპირისპირება მარნეულში -"ენმ"-სა და "ოცნების" წარმომადგენლები ერთმანეთს საოლქო კომისიასთან დაუპირისპირდნენ

გამოქვეყნდა:

"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლეი მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის წინ აქციას მართავდნენ, როდესაც მათ "ქართული ოცნების" წევრები დაესხნენ თავს. 

აქვე, აქციის მიზეზი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ამირან გიორგაძის მიერ წევრების თვითნებურად არჩევა იყო. "მთავარი არხის" ინფორმაციით, დაპირისპირებაში გიორგაძეც მონაწილეობდა. 

გვაგინებდნენ, ფიზიკურად გაგვისწორდნენ... ეს იყო ივანიშვილის დაგეგმილი დაპირისპირება, ზონდერები გამოგვიგზავნა საჩხუბრად. ამ ხალხთან ერთად გავიზარდეთ, მაგრამ იმდენს ვერ ტვინავენ, რომ ხვალ ჩვენ ისევ ერთად უნდა ვიცხოვროთ ამ რაიონში. ვითხოვთ, მშვიდობიანად ჩატარდეს აქციები, - ამბობს აქციის მონაწილე 

თავად "ქართული ოცნების" წევრები ამბობენ, რომ დაპირისპირება ენმ-ის პროვოცირებულია, თუმცა ამის დასადასტურებლად ფაქტები არ არსებობს. მომხდარს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძეც ეხმაურება და ტრადიციულად მომხდარში ოპოზიციას ადანაშაულებს

თავდასხმაზე ეჭვმიტანილი პირები დაკითხვაზე უკვე დაბარებულები არიან. 

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი