თბილისის მერია 1000 ცალი დროშის ტარის შეძენას გეგმავს. ამ მიზნით გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება 20 დეკემბერს დაიწყება და 23 დეკემბერს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 140 000 ლარია.
შესყიდვის ობიექტი საქონლის ტექნიკურ პარამეტრებში აღნიშნულია, რომ დროშის ტარი უნდა იყოს ლითონის, პრიალა ზედაპირით , 140 სმ სიგრძის და 4 სმ დიამეტრის. დროშის ტარს თავზე უნდა ჰქონდეს დამაგრებული 7.2 სმ-ის დიამეტრის სფერო. წონა კი არანაკლებ 1.5 კგ და არაუმეტეს 3 კგ.
პროდუქციის მიწოდება ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 3 თვის განმავლობაში უნდა მოხდეს.
ამ დროისთვის შეთავაზება გაკეთებული აქვს მხოლოდ ერთ პრეტენდენტს შპს "სავაჭრო ჯგუფს", რომელმაც 23 დეკემბერს 10:29 საათზე 140 000 ლარიანი შეთავაზება გააკეთა, 11:12 საათზე კი დროშის ტარებს 49 560 ლარად სთავაზობს. შპს სავაჭრო ჯგუფის დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი პაატა ნიკოლაიშვილია.