თბილისში, ზესტაფონის ქუჩაზე არასრულწლოვანი დაჭრეს

გამოქვეყნდა:

თბილისში, ზესტაფონის ქუჩაზე არასრულწლოვანი დაჭრეს.

გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდს ჭრილობა ცივი იარაღით, გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული. ის კლინიკაში გადაიყვანეს. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. 

როგორც "მთავარ არხს" შსს-ში განუცხადეს, თავდამსხმელი დაკავებულია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი