რუსმა ოკუპანტებმა ხარკივზე იერიში მიიტანეს - რეგიონში აფეთქებების ხმა ისმის.
ხარკივის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ სინეგუბოვი ამბობს, რომ გამოცხადებულია საჰაერო განგაში. მან მოქალაქეებს მოუწოდა უსაფრთხო ადგილები არ დატოვონ და გარეთ გასვლისგან თავი შეიკავონ.
სინეგუბოვი ამბობს, რომ რუსეთის არმიამ სულ მცირე 7 დარტყმა განახორციელა. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.