„ჩემი პოლიტიკური შეხედულების გამო 2025 წლიდან ვეღარ შევძლებ მედიატორად მუშაობას" | გიორგი აბულაძე

გამოქვეყნდა:

მედიატორი გიორგი აბულაძე წერს, რომ პოლიტიკური შეხედულებების გამო სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ეროვნულო სააგენტოდან გაათავისუფლეს. მისივე ინფორმაციით, მასთან ერთად ხელშეკრულებას აღარ უგრძელებენ კიდევ 2 მედიატროს.

აბულაძე ამას უკავშირებს 30 ნოემბრის განცხადებას, რომელთაც მედიატორები თვითგამოცხადებული მთავრობის გადაწყვეტილებას გაემიჯნნენ და ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილება გააპროტესტეს.

„ჩემი პოლიტიკური შეხედულება გამო 2025 წლიდან ვეღარ შევძლებ განრიდებისა და მედიაციის პროგრამაში მედიატორად მუშაობას. გუშინ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულო სააგენტოდან ეიჩარმა დამირეკა და მაცნობა, რომ 2025 წლიდან აღარ გამიგრძელებენ ხელშეკრულებას და შესაბამისად, ვეღარ შევძლებ მედიატორად მუშაობას.

ეს ყველაფერი ცალსახად უკავშირდება 30 ნოემბერს ჩვენს მიერ გავრცელებულ განცხადებას, რითაც პროგრამის მედიატორები გავემიჯნეთ მთავრობის გადაწყვეტილებას. გაგვათავისუფლეს ხელშეკრულებით დასაქმებული სამი მედიატორი, რომლებმაც ხელი მოვაწერეთ აღნიშნულ განცხადებას”, – წერს აბულაძე 

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო კი აცხადებს, რომ „დეზინფორმაციაა”, თითქოს სააგენტოდან თანამშრომლები პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლდნენ.

„თანამშრომლებს, რომლებიც სააგენტოში მოკლევადიანი ხელშეკრულებით იყვნენ დასაქმებულნი, ხელშეკრულების მოქმედების ვადა ეწურებათ 31 დეკემბერს, რის შესახებაც მათ წინასწარ აცნობა სააგენტომ.

ხაზგასასმელია, რომ ამ ცალკეული თანამშრომლებისთვის თავიდანვე ცნობილი იყო, რომ მათი ხელშეკრულებების ვადა იწურებოდა 31 დეკემბერს და ამ ვადის ავტომატურად გაგრძელების იურიდიული ვალდებულებაც არ არსებობდა, რაც ყველა საჯარო დაწესებულებაში წლების განმავლობაში არსებული სტანდარტული კანონისმიერი პრაქტიკაა.

აღსანიშნავია, რომ მათ სრულად მიიღეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანაზღაურება და საახალწლო სახელფასო დანამატი”, – წერია განცხადებაში.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი