სამოქალაქო პლატფორმის წარმომადგენელი გიორგი მუმლაძე მარნეულში მომხდარ დაპირისპირებას ეკა კვესიტაძის გადაცემაში "ღამის მთავარი" სრულად იხსნებს. მუმლაძე ამბობს, რომ საკრებულოს თავმჯდომარე, რომელიც მისივე თქმით, უშუალოდ ხელმძღვანელობდა თავდასხმას, ხელს უშლიდა აქტივისტს დაერეკა სასწრაფოში, როდესაც დაპირისპირება დაიწყო.
საარჩევნო საოლქო კომისიაში დილიდან იყო დაძაბლუობა, ჩვენ „სამოქალაქო პლატფორმა“ ჩამოვედით აქ სადამკვირვებლო პროცესის მისიის განსახორციელებლად. მე დავრჩი და პოლიციასთან ველოდებოდი ლაშა ქველაძეს, რომელიც იყო დილის ინციდენტის დაზარალებული პირი, ვაპირებდი სახლში წასვლას და „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისებთან ახლოს, ვნახე ჩემი მეგობრები, რა დროსაც დაიწყო თავგანწირული ყვირილი და დავინახე 40-მდე ადამიანი, რომელიც ამტვრევდა მანქანას, ამოვიღე ტელეფონი, რომ გადამეღო და დავინახე ნაც.მოძრაობის წევრი ქველაძე - უგონო მდგომარეობაში.
დავიწყე სასწრაფოში რეკვა და ხელი შემიშალა საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძემ , რომელიც უშუალოდ ხელმძღანელობდა ამ თავდასხმას და იგი არის შტაბის უფროსიც მარნეულში.
როდესაც ავიღე ტელეფონი, ისევ გიორგაძე მომმართა რომ „ზედმეტი მოგდისო“ და დამარტყა სახეში."
მუმლაძე სატალეფონო ინტერვიუში ასევე ამბობს, რომ საკრებულოს თამჯდომარის ეს ქცევა ცხადყოფს, რომ ხელისუფლება გასულია ცივილიზირებული ჩარჩოებიდან.
"განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები სრულიად დაუცველები არიან, ის რაც მოხდა მარნეულის ცენტრში ეს ამას მოწმობს. ცხრა საათზე, 30-40 კაციანი ორგანიზებული ჯგუფი ურტყავდა ხალხს. ესეთი რამე მხოლოდ ოკუპანტს შეუძლია გააკეთოს, მმართველი გუნდის მხრდან ასეთი რამ ძალიან შემაძრწუნებელია. ყველაფერი გადაიღო შსსმ, მათ შორის ჩემზე ძალადობის კადრებიც და ეხლა თუ ამას არ გამოიძიებს ესეიგი ამ ქვეყანაში ცხოვრებას აზრი აღარ აქვს. როცა მე გივი ქელაძე წამოვიყვანე იმ ადგილიდან, 30 პოლიციელი იდგა იქ - იმ დროს მოხდა ჯეიჰუის წინააღმდეგ ძალადობის ფაქტიც. ეს იყო ორგანიზებული თავდასხმა."
შეგახსენებთ, მარნეულში დღეს მთელი დღის განმავლობაში დაძაბულობა იყო, თავს დაესხნენ ჟურნალისტებს, მთავარი არხის 4 თანამშრომელსა და საზოგადოებრივი მაუწყებლის გადამღებ ჯგუფს.
იქამდე კი თავს დაესხნენ აქტივისტს - ლაშა ქველაძეს დაახლოებით 10-მდე ადამიანი დაესხა თავს, მან დაზიანებები სახის არეში მიიღო. დამტვრეულია მისი კუთვნილი მანქანაც.
"მთავარი არხის" ჟურნალისტი ჯეჰუნ მუჰამედალის თავისა და მუცლის ღრუში დაზიანებები აქვს. ის მარნეულის საავამდყოფოდან თბილისში კატასტროფის ბრიგადამ გადმოიყვანა. მასთან ერთად არის ნიკა გვარამიაც. არხის გენერალური დირექტორი ამბობს, რომ არავის ეპატიება მისი თანამშრომლების ცემა.