საქართველოს არალეგიტიმურმა პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს სახელმწიფო დაცვა მოეხსნება.
"ქართული ოცნების" კანონის მიხედვით, პრეზიდენტს, ასევე, პრემიერმინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ პერსონალური დაცვა აღარ ეყოლება, თუ საკონსტიტუციო სასამართლომ, კონსტიტუციის 48-ე მუხლის შესაბამისად, მის მიერ კონსტიტუციის დარღვევა ან მის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობა დაადასტურა.
გასულ წელს საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა.