საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, ევროინტეგრაციის მომხრე 100-ზე მეტი თანამშრომელი გაათავისუფლეს

გამოქვეყნდა:

არალეგიტიმური პრეზიდენტის მიერ რეპრესიულ კანონზე ხელმოწერიდან მეორე დღესვე, მხოლოდ საჯარო რეესტრიდან 100-ზე მეტი თანამშრომელი გაუშვეს. ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც ხელი მოაწერეს პეტიციას და გაემიჯნნენ ქართული ოცნების იმ გადაწყვეტილებას, რომლითაც ირაკლი კობახიძემ ევროინტეგრაცია შეაჩერა. რეესტრის უკვე ყოფილი თანამშრომლები ამბობენ, რომ მათი გათავისუფლების გადაწყვეტილება სწორედ პოლიტიკური ნიშნით არის მიღებული. 

გათავისუფლებული პირები ამბობენ, რომ გააგრძელებენ სამართლებრივ ბრძოლას. მათივე თქმით, სამსახურიდან გაშვების მიზეზად დაუსახელეს, თითქოს თანამშრომლების საჭიროება აღარ იყო, მაშინ, როცა დაახლოებით 1 თვის წინ ახალი კადრების მიღება გამოაცხადეს.

შეგახსენებთ, საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შეტანილი ანტიკონსტიტუციური ცვლილებით, არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ გაამარტივა საჯარო მოხელეების სამსახურიდან გათავისუფლება.

 

იხილეთ:



 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი