ავსტრიის კანცლერი კარლ ნეჰამერი თანამდებობას ტოვებს

გამოქვეყნდა:

ავსტრიის კანცლერი კარლ ნეჰამერი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ მან მას შემდეგ განაცხადა, რაც ავსტრიაში ულტრამემარჯვენე "თავისუფლების პარტიის" გარეშე კოალიციის ფორმირების შესახებ მოლაპარაკებები ჩავარდა.

"უახლოეს დღეებში მე გადავდგები როგორც კანცლერი და „სახალხო პარტიის“ ლიდერი და უზრუნველვყოფ მოწესრიგებულ გადასვლას," – აღნიშნულია ავსტრიის კანცლერის სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებულ განცხადებაში.

მას შემდეგ, რაც სექტემბერში გამართულ არჩევნებში გამარჯვება ულტრამემარჯვენე „თავისუფლების პარტიამ“ მოიპოვა, ლიბერალური პარტია Neos, „სახალხო პარტია“ და სოციალ-დემოკრატები სამპარტიული მმართველი კოალიციის ფორმირებას ცდილობდნენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი