პირები, ვინც მარნეულში აქტივისტებს ქველაძეს და მუმლაძეს თავს დაესხნენ იდენტიფიცირებული არიან

გამოქვეყნდა:

თავადსხმა ჟურნალისტებზე, პოლიტიკურ ოპონენტებზე და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებზე.  

სასტიკადაა ნაცემი "მთავარი არხის" ჟურნალისტი ჯეიჰუნ მუჰამედალი, ნაცემია ასევე ჩვენი სამი თანაშმრომელი, განაგდურებულია კამერები და აპარატურა. ჯეიჰუნ მუჰამედალი ამბობს, რომ ორი პირი, რომელიც მას ურტყამდა გადაღებული აქვს "მთავარი არხის" კამერებს. ჟურნალისტისვე თქმით, ადგილზე იდგა პოლიციაც. 

მარნეულში თავს დასეხნენ და ფიზიკრუადფ გაუსწორდნენ სამოქალაქო სექტორის წარმოამდგენლებს, გონების დაკარგვამდე სცემეს ოპოზიციის ადგილობრივ წევრებსაც.

დაზარალებული ლაშა ქველაძე და გიორგი მუმლაძე ამბობენ, რომ პირების იდენტიფიცირება ვინც მათ თავს დაესხა არიან: 

  • ამირან გიორგაძე - ადგილობრივი საკრებულოს წევრი
  • გიორგი შუბითიძე 
  • ცოტნე და შერმადინ ბოჭოიძეები. 

აღსანიშნავია, რომ გუშინდელ დაპირსპირებაზე გიორგი მუმლაძე გუშინვე საუბრობდა - მისი თქმით საკრებულოს თავმჯდომარე, რომელიც მისივე თქმით, უშუალოდ ხელმძღვანელობდა თავდასხმას, ხელს უშლიდა აქტივისტს დაერეკა სასწრაფოში, როდესაც დაპირისპირება დაიწყო.   იქამდე კი თავს დაესხნენ აქტივისტს - ლაშა ქველაძეს დაახლოებით 10-მდე ადამიანი დაესხა თავს, მან დაზიანებები სახის არეში მიიღო. დამტვრეულია მისი კუთვნილი მანქანაც.

მარნეულ მომხდარ ინციდენტებს, მთელი დღის განმავლობაში მშვიდად ადევნებდა თვალს პოლიცია, ისე რომ მოძალადებისთვის ხელის შეშლაც კი არავის უცდია. 

შეგახსენებთ, მარნეულში 29 სექტემბერს მთელი დღის განმავლობაში დაძაბულობა იყო, თავს დაესხნენ ჟურნალისტებს, მთავარი არხის 4 თანამშრომელსა და საზოგადოებრივი მაუწყებლის გადამღებ ჯგუფს. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი