მეორედ დააკავეს შშმ პირთა უფლებადამცველი გია ჯვარშეიშვილი, რომელიც დეკემბერში პოლიციის მხრიდან წამების მსხვერპლი გახდა

გამოქვეყნდა:

ამ საღამოს პოლიციამ უფლებადამცველი გია ჯვარშეიშვილი დააკავა. დეტალები უცნობია , თუმცა სავარაუდოდ, ჯვარშეიშვილი ის პირია, რომელიც რესპუბლიკის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ძალის გამოყენებით დაიჭირეს.

შშმ პირთა უფლებადამცველი ჯვარშეიშვილი 1-ელ დეკემბერსაც დააკავეს. ისევე როგორც აქციის სხვა მონაწილეები, ჯვარშეიშვილიც რეჟიმის პოლიციის მხრიდან ძალადობისა და წამების მსხვერპლი გახდა.

"დროშა წამართვეს, [კისერზე] მეკეთა და ვიხრჩობოდი, ისე მართმევდნენ, ხლები მქონდა აწეული ნიშნად მშვიდობიანობისა და მომთხოვეს ჩაწევა. არ გამოვიყენებ იმ სიტყვებს, რომელიც მითხრეს, მაგრამ უკიდურესი შეურაცხყოფა იყო და უკიდურესი ფსიქოლოგიური ძალადობა იყო, რაც იქ მოვისმინე, მორალურიც მათ შორის. პირდაპირ ეთერში ვარ დატყვევებული. აბსოლუტურად ჩანს იქ ყველაფერი, ვდგავარ ჩემთვის, საერთოდ არ ვინძრევი, არც არანაირი წინააღმდეგობა არ გამიწევია . ხელში რო ამიღეს 10-მდე ადამიანმა, მერე უკვე იყო ფიზიკური ძალადობა, სადამსჯელო კორიდორი და დაკავების მანქანაში ცემის მძიმე ფაქტები" განაცხადა ჯვარშეიშვილმა 19 დეკემბერს გამართულ სასამართლო პროცესზე, რომელზეც  სანქცირებულმა მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა ის სამართალდამრღვევად ცნო და 2 200 ლარით დააჯარიმა. 

მაშინ ჯვარშეიშვილს ადმინისტრაციულ დარღვევას, პოლიციის დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი